weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მსოფლიოს არ სურდა არც ყირიმის ოკუპაციის დანახვა და არც საქართველოს წინააღმდეგ ომის – ზელენსკი

22:54 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თუნდაც ერთხელ ტირანიას რომ პასუხი გასცემოდა მის მიერ გაჩაღებული ომისთვის, ის არსებობას შეწყვეტდა. ზელენსკის თქმით, „მაშინ ალბათ არ იქნებოდა ომი უკრაინაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

„მაგრამ მსოფლიო უყურებდა და არ სურდა არც ყირიმის ოკუპაციის დანახვა და არც მანამდე საქართველოს წინააღმდეგ ომის, არც უფრო ადრე მოლდოვისგან მთელი დნესტრისპირეთის რეგიონის ჩამოშორების, არ იმის, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი ნიადაგს სხვა კონფლიქტებისა და ომებისთვის თავისი საზღვრების სიახლოვეს.

როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულების გამო დაუყოვნებლივ აგონ პასუხი რუსმა სამხედროებმა და ბრძანების გამცემებმა. ყველა, ვინც გასცა დანაშაულებრივი ბრძანებები და ვინც აღასრულა ისინი, დახოცა ხალხი, ტრიბუნალის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც უნდა იყოს ნიურნბერგის სასამართლო პროცესის ანალოგიური.

მინდა შევახსენო რუსეთის დიპლომატებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასჯელი არ ასცდა ისეთ ადამიანს, როგორიც ფონ რიბენტროპი იყო. მინდა შევახსენო რუსეთის კრიმინალური პოლიტიკის არქიტექტორებს, რომ სასჯელი ადოლფ აიხმანსაც დაეწია. ვერ დაიმალა ვერცერთი დამნაშავე. ვერცერთი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

41 დღის წინ, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შექმნა საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისია, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებს გამოიძიებს. ერთი წლის ვადით შექმნილ კომისიას ერიკ მესსე ხელმძღვანელობს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი პრეზიდენტი და ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]